PDA

View Full Version : GRUB-ის გადარჩენა Ubuntu Live CD-ს გამოყენებით!



alinux
December 13th, 2007, 03:27 AM
ყურადღებით ბეჭდეთ!

1. ჩატვირთეთ Ubuntu-ს "ლაივ დისკი"(მაგალითად 7.10)
გნომში შესვლისთანავე გაუშვით gnome-terminal.

2.
sudo grub
შეხვალთ "grub>"-ის ბრძანებათა ველში.

3. მოვეძიოთ მყარ დისკზე განთავსებულ root "/" დანაყოფს ბრძანებით:

find /boot/grub/stage1
მოცემული ბრძანება გამოგვიგდებს root-ის დანაყოფს
შემდეგ ფორმატში:

root (hd?,?)
მაგალითად ჩემთან აჩვენებს (hd0,7), რადგანაც
მე 1 Primary დისკი მაქვს და ჩემი "ძირეული დასტა"(ანუ root "/")
/dev/sda6-ზე იმყოფება. აქედან გამომდინარე, გრუბის ათვლის
წერტილი 0-ია. უფრო მარტივად:
/dev/hda1 = (hd0,0)
/dev/hda2 = (hd0,1) და ასე შემდეგ...
ვინიცობაა 2 მყარი დისკი გქონდეს და root Secondary-ზე ინახებოდეს, მაშინ "find /boot/grub/stage1"-მ -->(hd1,?)
უნდა გამოგიგდოს.

3.hd0 შემთხვევაში უშვებ ბოლო ბრძანებას:

setup (hd0)

4.გამოდიხარ GRUB-ის ბრძანების ველიდან:

quit

ikajava
January 21st, 2008, 09:57 PM
მეორე ვარიანტი:

იტვირთები liveCD-ით..
უშვებ ტერმინალს

ამონტაჟებ შენს ლინუქსის პარტიშენს /mnt-ში
ვთქვათ, ლინუქსი დაინსტალებულია /dev/sda1 ტომზე

mount /dev/sda1 /mnt

მერე აინსტალებ GRUB-ს

grub-install --root-directory=/mnt /dev/sda

ი ვსიო...

alinux
January 28th, 2008, 12:11 PM
ძალიან კარგი,


იმედია ეს მეთოდი ტესტირებულია...ხომ ეგრეა ? :KS



მეორე ვარიანტი:

იტვირთები liveCD-ით..
უშვებ ტერმინალს

ამონტაჟებ შენს ლინუქსის პარტიშენს /mnt-ში
ვთქვათ, ლინუქსი დაინსტალებულია /dev/sda1 ტომზე

mount /dev/sda1 /mnt

მერე აინსტალებ GRUB-ს

grub-install --root-directory=/mnt /dev/sda

ი ვსიო...

joto
February 4th, 2009, 09:36 AM
ძალიან კარგი,


იმედია ეს მეთოდი ტესტირებულია...ხომ ეგრეა ? :ks

ტესტირებულია კი 100%, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი :)