PDA

View Full Version : Ubuntu Linux - Apache, MySQL, PHP ინსტალაცია



david-mac
October 10th, 2007, 08:34 PM
LAMP არის Linux, Apache, MySQL, PHP. განკუთვნილია იმათთვის ვისაც აქვს ძალიან მცირე გამოცდილება ლინუქსში





აპაჩის ინსტალაცია

დასაწყისში უნდა დაყენდეს აპაჩი.




1. გახსენით ტერმინალი პროგრამები>აქსესუარები>ტერმინალი (Applications > Accessories > Terminal)

2. აკრიფეთ შემდეგი ბრძანება



----------------------------------------------
sudo apt-get install apache2

----------------------------------------------



3. მოთხოვნისას შეიყვანეთ პაროლი. და დაეთანხმეთ შემოთავაზებული პაკეტების ინსტალაციას.
აპაჩის ტესტირება
ყველაფრის სისწორეში დარწმუნებისათვის უნდა მოხდეს აპაჩის ტესტირება.
გახსენით ნებისმიერ ბრაუზერი და აკრიფეთ შემდეგი მისამართი:


--------------------------

http://localhost

--------------------------

უნდა გამოჩნდეს კატალოგი apache2-default/ გახსენით და თქვენ დაინახავთ შეტყობინებას "It works!"works!" , congrats to you!


დავაყენოთ PHP
ახლა კი უნდა დავაყენოთ PHP 5.

1. ისევ გავხსნათ ტერმინალი.
2. ავკრიფოთ ბრძანება:



-----------------------------------------------------------------------------

sudo apt-get install php5 libapache2-mod-php5
-----------------------------------------------------------------------------

3. იმისათვის რომ ამუშავდეს PHP მოდული საჭიროა აპაჩის გადატვირთვა, ტერმინალში უნდა ავკრიფოთ

-----------------------------------------------------
sudo /etc/init.d/apache2 restart
-----------------------------------------------------

PHP ტესტირება

პრობლემების თავიდან ასაცილებლად ჩავატაროთ მარტივი ტესტი.




1. ტერმინალში ავკრიფოთ ბრძანება


-------------------------------------------------------
sudo gedit /var/www/testphp.php
-------------------------------------------------------

გაიხსნება ფაილი სახელით phptest.php.

2. გადაიტანეთ შემდეგი ტექსტი ფაილში:

----------------------------------
<?php phpinfo(); ?>
----------------------------------

3. დახურეთ და შეინახეთ ფაილი



4. გახსენით ბრაუზერი და აკრიფეთ მისამართი



----------------------------------------------

http://localhost/testphp.php

----------------------------------------------

უნდა გამოჩნდეს მსგავსი გვერდი:



MySQL ინსტალაცია.

და ბოლოს უნდა დავაყენოთ MySQL.




1. ისევ და ისევ ტერმინალში ავკირფოთ ბრძანება



-----------------------------------------------------

sudo apt-get install mysql-server
-----------------------------------------------------

2. (შერჩევით) იმისათვის რომ სხვა კომპიუტერებმა შეძლონ მუშაობა თქვენს მონაცემთა ბაზებთან, უნდა შეცვალოთ "Bind Address". ამისათვის ტერმინალში აკრიფეთ ბრძანება

---------------------------------------------------

gksudo gedit /etc/mysql/my.cnf

---------------------------------------------------


შეცვალეთ სტრიქონი



------------------------------------------

bind-address = 127.0.0.1

------------------------------------------

და შეცვალეთ 127.0.0.1 თქვენი მისამართით.



3. ახლა კი აკრიფეთ შემდეგი სტრიქონი ტერმინალში

-----------------------
mysql -u root
-----------------------

შემდეგ აკრიფეთ

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
mysql> SET PASSWORD FOR 'root'@'localhost' = PASSWORD('yourpassword');
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუცილებლად yourpassword-ის ნაცვლად მიუთითეთ რამე პაროლი.



4. ახლა კი დავაყენოთ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ინსტრუმენტი phpMyAdmin.
ტერმინალში ავკრიფოთ:



------------------------------------------------------------------------------------

sudo apt-get install libapache2-mod-auth-mysql php5-mysql phpmyadmin

------------------------------------------------------------------------------------

შემდეგ ისევ ტერმინალში:

-----------------------------------------------

gksudo gedit /etc/php5/apache2/php.ini

-----------------------------------------------

მოვაშოროთ კომენტარის ნიშანი სტრიქონს (;).



ეს სტრიქონი

;extension=mysql.so

უნდა იყოს ასე:

extension=mysql.so

გადატვირთეთ აპაჩი:

--------------------------------------

sudo /etc/init.d/apache2 restart

--------------------------------------

და ბოლოს დავაყენოთ PHPMyAdmin

--------------------------------------------

sudo apt-get install phpmyadmin

-------------------------------------------

გავხსნათ ბრაუზერი და აკრიფეთ მისამართი

http://localhost/phpmyadmin

შეიყვანეთ mysql–ის root მომხმარებლის პაროლი.

ოპერაციის წარმატებით დასრულება იმის დასტური იქნება რომ ყველაფერი რიგზეა და შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემთა ბაზებით

იმისათვის რომ სერვერზე ჩავსვათ ინდექს ფაილები და ჩვენი პროექტები საჭიროა ადმინისტრაციული უფლებები

ამისათვის აკრიფეთ

----------------------------------------
sudo nautilus
----------------------------------------

და გადადით /var/www/ დასტაში სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი ფაილი.



da

alinux
October 11th, 2007, 10:27 PM
კარგია!

joto
November 20th, 2007, 08:47 PM
ყველაფერი ძალიან კარგადაა აღწერილი, რისთვისაც დიდი მადლობა ავტორს, თითქმის გავაკეთე კიდეც, სქლ-იც დავაყენე... თავიდან, როცა შევდივარ ვებმინში, პრობლემა არაა, იქ ვირჩევ სერვერს-sql-ს, მაგრამ არ ირთვება (რამდენიმე დღის წინ ირთვებოდა) მიწერს აი ამას
Click this button to start the MySQL database server on your system with the command /etc/init.d/mysql start >/dev/null 2>&1 &.
კიდევ ის მაინტერესებს, თუ რა უნდა ვქნა იმისთვის, რომ სხვა კოპიუტერიდან ვინმემ გადმოწეროს ჩემი ვებ-სერვერიდან რამე. ანუ, რაც ამ სტატიაშია აღწერილი ეს ინფორმაცია კმარა ყოველივე ამისთვის? თუ კიდევ, დამატებით რაიმე უნდა შევიყვანო? bind მისამართს რომ ვცვლი 127.0.0.1-ს ჩემი პირადი IP-ით (192.168.1.37) სწორად ვაკეთებ? აქ აღწერილი დახმარების მიხედვით ვიმოქმედე, მაგრამ სხვა კომპიდან ვერ შევიდნენ. რისი ბრალია ეს? ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ რა...
:confused:
წინასწარ დიდი მადლობა
გაითვალისწინეთ, რომ ახალბედა ვარ ვებ-სერვერების შექმნა-მართვაში:)

joto
November 21st, 2007, 04:06 PM
აქ, არის ვინმე? :confused:

joto
November 23rd, 2007, 08:15 PM
მოკლედ რა ip გავწერო და სად, სხვა კომპიუტერებიდან რომ შეძლონ ინფორმაციის გადაწერა, ჩემი ვებ სერვერიდან?
წინასწარ მდლობ

alinux
November 30th, 2007, 03:26 AM
მოკლედ რა ip გავწერო და სად, სხვა კომპიუტერებიდან რომ შეძლონ ინფორმაციის გადაწერა, ჩემი ვებ სერვერიდან?
წინასწარ მდლობ

სამწუხაროდ ინტერნეტი არ მქონდა 2 თვე!

ესეიგი, საჭიროა no-ip.org -ზე რეგისტრაცია.
და no-ip დემონის დაყენება.

აგერ ახსნილია ყველაფერი!

http://ubuntulinuxhowto.blogspot.com/2006/06/dynamic-dns-no-ip.html

იმედია გამოგადგება! :KS

joto
November 30th, 2007, 06:39 PM
სამწუხაროდ ინტერნეტი არ მქონდა 2 თვე!

ესეიგი, საჭიროა no-ip.org -ზე რეგისტრაცია.
და no-ip დემონის დაყენება.

აგერ ახსნილია ყველაფერი!

http://ubuntulinuxhowto.blogspot.com/2006/06/dynamic-dns-no-ip.html

იმედია გამოგადგება! :KS

მადლობ ლადო, გამოხმაურებისთვის! ვეჭვობ, რომ ზუსტად ვერ გამიგე, რა მინდა, ან მე ვერ ვხვდები:) მოკლედ, აი, ციტატა, რაც ამ თემაშია მოყვანილი:


2. (შერჩევით)იმისათვის რომ სხვა კომპიუტერებმა შეძლონ მუშაობა თქვენს მონაცემთა ბაზებთან, უნდა შეცვალოთ "Bind Address". ამისათვის ტერმინალში აკრიფეთ ბრძანება

---------------------------------------------------

gksudo gedit /etc/mysql/my.cnf

---------------------------------------------------


შეცვალეთ სტრიქონი



------------------------------------------

bind-address = 127.0.0.1

------------------------------------------

და შეცვალეთ 127.0.0.1 თქვენი მისამართით.

ანუ, შევდივარ ზემოხსენებულ my.cnf ფაილში, ვნახულობ bind adress = 127.0.0.1 სტრიქონს და მერე ვიჭედები:( ანუ, არ ვიცი 127.0.0.1-ის მაგივრად რა შევიყვანო :confused: შეცვალეთ თქვენითო, წერია... ვერ ვხვდები, რა ჩავუწერო? დიდი მადლობელი ვიქნები, თუ დამაკვალიანებ:)

alinux
November 30th, 2007, 07:16 PM
მეც ვერ მივხვდი...
შიდა ქსელის მისამართზეა საუბარი თუ გარე მისამართზე...

მაგალითად შენი გარე მისამართის გაგება თუ გინდა...
უნდა შეხვიდა საითზე: http://whatismyip.org/

სცადე ეს იპი შეიყვანო... თუ არ გამოვიდა მაშინ თვით დავთს მიმართე! :KS

joto
November 30th, 2007, 08:44 PM
მოკლედ რომ ვთვა, Lamp დავაყენე, ეხლა მინდა, რომ ჩემს სერვერზე ჩაგდებული ფაილები გადაწეროს სხვამაც, როგორ მოვიქცე?:)
ლადო, დავითს როგორ მივმართო?
აი, სურათი, სადაც ჩანს, ჩემი ვებ სერვერის გვერდი. ანუ, სხვა ამ გვერდს ვერ ნახულობს და ეგ ვერ გავიგე, რატომ:(((

alinux
December 3rd, 2007, 06:01 PM
მოკლედ რომ ვთვა, Lamp დავაყენე, ეხლა მინდა, რომ ჩემს სერვერზე ჩაგდებული ფაილები გადაწეროს სხვამაც, როგორ მოვიქცე?:)
ლადო, დავითს როგორ მივმართო?
აი, სურათი, სადაც ჩანს, ჩემი ვებ სერვერის გვერდი. ანუ, სხვა ამ გვერდს ვერ ნახულობს და ეგ ვერ გავიგე, რატომ:(((

შენს გვერდს ნახავენ თუ გარე იპ-ის ეტყვი შენს ხახლს. თუ დინამიური IP გაქვს და სტატიკური გინდა გახადო მაშინ:
http://ubuntulinuxhowto.blogspot.com/2006/06/dynamic-dns-no-ip.html
ეს მოგეშველება! :KS

joto
December 4th, 2007, 08:25 PM
შენს გვერდს ნახავენ თუ გარე იპ-ის ეტყვი შენს ხახლს. თუ დინამიური IP გაქვს და სტატიკური გინდა გახადო მაშინ:
http://ubuntulinuxhowto.blogspot.com/2006/06/dynamic-dns-no-ip.html
ეს მოგეშველება! :KS
ჩემი IP არის 85.114.248.105 ანუ ტელნეტით რომ შევდივარ ჩემს როუტერში (მოდემში) იქ ამას მიჩვენებს. შენ რა საიტის ტუტორიალიც მომეცი, მივყევი, გავაკეთე ბოლომდე, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე. ანუ ამ IP-რომ ვკრეფ ბრაუსერში, გადავდივარ ჩემი ZyXEL-ის ფირმის მოდემის თუ როუტერის პარამეტრებში :confused: იქ დავრეგისტრირდი შენ რა საიტიც მომეცი და ესეთი ჰოსტი მივიღე:
http://joto.no-ip.org
ამ მისამართის აკრეფის შემდეგაც, გადავდივარ ჩემს მოდემში, ანუ ჩმეს ვებ სერვერს ამ IP-ზე ვერ ვსვამ. იქნებ პროვაიდერს მივმართო? ილუსტრაციისთვის სურათებსაც დავდებ...
რაღაც უაზრობა გამოდის რა:(