მოგესალმებით. მაქვს ორი კომპი სახლსში. მოგეხსენებათ, ოპტიკური ინტერნეტი ითვალისწინებს ერთ კომპზე ინეტის მიწოდებას (თუ მეორეზეც გინდა, თანხა უნდა დაამატო), შესაბამისად ლაპტოპი ინეტის გარეშეა. ანუ ყოველ დღე რომ არ ვრეკო და მაკ მისამართი არ ვაცვლევინო ოპერატორს (ამ მისამართის საშუალებით გვაწოდებენ ინეტს) მინდა, რომ ერთი კომპის მაკი გავუწერო მეორეს. ანუ შნურს მეორეში თუ შევაერთებ, ინტერნეტი ჩაირთოს. ამისთვის ვაკეთებ შემდეგს:
Code:
sudo ifconfig eth0 down
sudo ifconfig eth0 hw ether MAC_DRESS
sudo ifconfig eth0 up
ამის მერე, რომ ვაძლევ ბრძანებას ifconfig მიწერს შეცვლილ მაკ მისამართს, მაგრამ ინტერნეტი მაინც არ არის. ვახდენ გადატვირთვასაც
Code:
sudo /etc/init.d/networking restart
მაგრამ არ შველის. დავაედიტე ეს ფაილიც /etc/network/interfaces. მოკლედ ვერაფერი ვუშველე
პ.ს. ეს ყველაფერი windows-ზე მოვაგვარე, ანუ მოგვარებადია...
თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი პრობლემა, იქნებ გამიზიაროთ?